შვილის დაბადება ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა ქალის ცხოვრებაში. მშობიარობის პროცესის ეპიდურული გაუტკივარება კი ქალს ამ ბედნიერებისკენ მიმავალ გზას უმსუბუქებს.
ეპიდურული გაუტკივარება მსოფლიოში ფართოდ დანერგილი და ალტერნატიული მეთოდია. სამშობიარო ტკივილების შესამსუბუქებლად და სხვა მანიპულაციების ჩასატარებლად. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეყვანა ხდება ხერხემალში წელის დონეზე ეპიდერულ სივრცეში. წამლის საშუალებით ხდება ტკივილის იმპულსების გამტარი ნერვების დროებითი ბლოკირება.
ეპიდერული გაუტკივარება შეიძლება თითქმის ყველა მშობიარემ გაიკეთოს. რა თქმა უნდა ამ მანიპულაციას აქვს თავისი აბსოლუტური უკუჩვენებები, რომლის არსებობასაც ადგენს ექიმი ანესთეზიოლოგი და საკითხის გადაწყვეტა ხდება მასთან შეთანხმებით.
სამშობიარო ტკივილების კუპირებისთვის სხვა მრავალი მეთოდია დანერგილი (ინპლაციური-არაინჰალერი საანესთეზიო საშუალებებით გაუტკივარება, ინტრავენური ანესთეზია, ელექტროანალგება, აკუპუნქცია და სხვა), მაგრამ ეპიდერული გაუტკივარება უმეტესად ხსნის ტკივილს 98%-ში; რასაც ვერ ვიტყოდით ანესთეზიის სხვა მეთოდებზე.
გაუტკივარების ამ მეთოდის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება დასტურდება სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით
მხოლოდ პაციენტის ერთუგულებით