ქირურგიული მომსახურება

ქირურგია

კლინიკის ქირურგიული სამსახური არის მრავალპროფილური და წარმოდგენილია მომსახურეობის ფართო სპექტრით.

 წლებია დანერგილია და წარმატებით გამოიყენება მცირეინვაზიური (ლაპარასკოპიულ-ენდოსკოპიური) ოპერაციები.

ქირუგიულ განყოფილბაში ლაპარასკოპიით ტარდება  ოპერაციათა 90%, მათ შორის ყველა სახის თიაქრები, კუჭ-ნაწლავისა და  უროლოგიურ ორგანოთა სიმსივნეები, გინეკოლოგიური ოპერაციები.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე, მცირეინვაზიური ტექნოლოგიების შესწავლამ და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებამ  საშუალება  მოგვცა კლინიკაში დაგვენერგა ე.წ. “პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელებისა” (Fast track surgery) და “ადრეული რეაბილიტაციის” (ERAS) მულტიმოდალური პროგრამა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს მთელს მსოფლიოში.

ნაოპერაციები პაციენტის ადრეული რეაბილიტაციის (early rehabilitation after surgery) პროგრამა მართლაც შეიძლება ჩაითვალოს, პაციენტთა ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ახალ მიმართულებად.  

 ისევე როგორც ევროპის ბევრ წარმატებულ ქვეყნებში,  ჩვენს კლინიკაშიც, ქართულ სპეციფიკასთან  ადაპტირებულმა მიდგომებმა, საშუალება მოგვცა გადაგვეხედა და უარი გვეთქვა  “კლასიკურ სტანდარტად ”  ქცეულ დოგმებზე.

ჩვენი მთავარი პრინციპია – პაციეტის სწრაფი გამოჯანმრთელება და ადრეული რეაბილიტაცია! მინიმალური სტრესი, განცდა, ფიზიკური ტკივილი!

პაციენტმა ვერც უნდა მოასწროს ამ ყველაფრის გააზრება, განცდა, ისე უსწრაფესად უნდა დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ ბუნებრივ გარემოს, ოჯახს, სამსახურს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიონალთა გუნდს შეუძლია, ოჯახურ გარემოდ ქცეული კლინიკის პირობებში და პაციენტის ერთგულებით…

 ზოგადი ქირურგია – ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე, მათ შორის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების გამო.

უროლოგია – ოპერაციები სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიებისას, მათ შორის მათი კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების გამო

გინეკოლოგია – გინეკოლოგიური ორგანოების დაავადებათა ოპერაციული მკურნალობის ფართო სპექტრი

თავ-კისრის ორგანოთა ქირურგია

ყელ-ყურის   ორგანოთა ქირურგია

პროქტოლოგია

პლასტიკური ქირურგია

ფლებოლოგია – ოპერაციები ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების გამო

რბილი ქსოვილების ქირურგია – სხვადასხვა ოპერაციები რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დროს.

ჩვენი პარტნიორები