შპს “ჰერა 2011” გთავაზობთ შემდეგი სახის კონსულტაციებს:
ამბულატორიული მეან-გინეკოლოგია
შპს “ჰერა 2011” თავის მომხმარებელს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავს გამოცდილი და პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდი.
გინეკოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც ზუსტი და
მაღალეფექტური კვლევის წარმოებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ:
ანტენატალური სერვისი
შპს ,,ჰერა 2011″ – ში ორსულებს შეუძლიათ ისარგებლონ 9 უფასო ვიზიტით , რომელიც მოიცავს 8
ანტენატალურ და 1 პოსტნატალურ ვიზიტს (საჭიროების შესაბამისად, მშობიარობიდან 0-2 კვირის
ვადაზე). პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში
მუდმივად მცხოვრები პირები. მათ ჩაუტარდებათ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა
საჭირო კვლევა.
1 პირველი ვიზიტი
ორსულობის 13 0/7 კვირამდე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) სისხლის საერთო ანალიზი;
გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა;
დ) სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
ე) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივინფექცია და სიფილისი);
ზ) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
თ) სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.
2 მეორე ვიზიტი
II – 18 0/7 – 20 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა.
3
მესამე ვიზიტი
III – 26 0/7 – 26 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
დ) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
ე) სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით.
4 მეოთხე ვიზიტი
IV – 30 0/7 – 30 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა.
5 მეხუთე ვიზიტი
V – 34 0/7 – 34 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
6 მეექვსე ვიზიტი
VI – 36 0/7 – 36 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
დ) ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე გამოკვლევა;
ე) ულტრაბგერითი გამოკვლევა.
7 მეშვიდე ვიზიტი
VII – 38 0/7 – 38 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
8 მერვე ვიზიტი
VIII – 40 0/7 – 40 6/7
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.
9
მეცხრე ვიზიტი
მშობიარობიდან 0-2 კვირის ვადაში ა) მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი (საჭიროებისამებრ)
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ორსულმა მომართოს კლინიკას 12 კვირის ორსულობის ვადამდე.
დაგვიანების შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ მხოლოდ ანტენატალური სკრინინგით (აივ-
ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები, სიფილისი).
“გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით” ისარგებლებენ
მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:
პედიატრია/იმუნიზაცია
კლინიკა “ჰერა 2011”-ში თქვენ შეხვდებით ექიმებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება
პედიატრიაში. მათი ზედამხედველობით აღიზარდნენ თაობები. ისინი ზრუნავენ პატარებზე
დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე, აკვირდებიან მათ ჯანრთელობას, კვების რაციონს, ფიზიკურ და
გონებრივ განვითარებას.
იმუნიზაციის მიზანია ადამიანი იმუნური სისტემის გაძლიერება, რათა ორგანიზმი წარმატებით
შეებრძოლოს ინფექციას, დაინფიცირების შემთხვევაში კი თავიდან აიცილოს საშიში გართულებები.
აცრის წინ სამედიცინო დაწესებულებაში პედიატრი აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, რათა
გაარკვიოს აცრისადმი რომელიმე უკუჩვენების არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს
დოკუმენტური დადასტურება ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ, ვიზიტის დღეს ბავშვს უნდა
ჩაუტარდეს ყველა გამოტოვებული აცრა შესაბამისი ვაქცინითა და ასაკის გათვალისწინებით. ამასთან:
ცოცხალი და არაცოცხალი ( ინაქტივირებული) ვაქცინებით აცრები კეთდება
ერთდროულად, სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ვიზიტის დროს პროფილაქტიკური აცრების
კალენდრის შესაბამისად.
დაწესებულება ჩართულია სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამაში, შესაძლებელია ვაქცინაციის
ჩატარება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით.
ჩვენს კლინიკაში ვაქცინები ინახება „ცივი ჯაჭვის“ წესების მკაცრი დაცვით. დაწესებულებას ყავს
პასუხისმგებელი პირი/პირები, ვისაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ევალებათ ვაქცინის
მიღება, დასაწყობება და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი. ტემპერატურის მეთვალყურეობა
მაცივრებში ხდება ყოველდღიურად, შესაბამისი პროტოკოლებისა და რეკომენდაციების მიხედვით.
აცრის კაბინეტი ასევე, აღჭურვილია ცივი ყუთებითა და შესაბამისი რაოდენობის ყინულის
ელემენტებით.
ჩატარებული ვაქცინაციები იტვირთება იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში.
ლაბორატორია და დიაგნოსტიკა
შპს “ჰერა 2011”-ში ტარდება ლაბორატორიული კვლევების მთელ სპექტრი, რომელიც მოიცავს
იმუნოლოგიას, კლინიკურ ქიმიას, მიკრობიოლოგიას ჰემატოლოგიას და სხვა კლინიკურ კვლევებს.
ლაბორატორიის წარმატებული მუშაობა ეფუძნება პაციენტის მოვლის ხარისხისა და უსაფრთხოების
საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა:
გინეკოლოგიური ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია;
სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;
აქტოკარდიოტოკოგრაფია;
უროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
პროსტატის ჯირკვლის ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით;
ანდროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპია;
ნეიროსონოსკოპია;
ე.კ.გ. (ელექტროკარდიოგრაფია)
ენდოკრინოლოგია
სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც ლაბორატორიული ასევე ინსტრუმენტალური კვლევები.
კაბინეტის ძირითადი მიმართულებებია:
ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 1, ტიპი 2), სიმსუქნის, სასქესო ორგანოების ჰორმონალური დარღვევებისა და კლიმაქტერული სინდრომის დიაგნოსტიკა, ვერიფიკაცია, მკურნალობა უახლესი მეთოდებით.
ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზრდის და განვითარებითვის, ამიტომაც ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციონირების დროული დადგენა მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს.