პაციენტის უფლებები

პაციენტს (საჭიროებისამებრ პაციენტის ნათესავს ან კნონიერ წარმომადგენელს) უფლება აქვს:
კანონმდებლობით დადგენილი წესით პაციენტის ნათესავის და კანონიერი წარმომადგენლის განმარტება:
პაციენტის ნათესავი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი – პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;

  • მომსახურების ყველა გამწევისგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი
    პროფესიული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება;
  • მიიღოს სრულყოფილი მომსახურება განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,
    გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა
    შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის,
    ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების,
    სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო.
  • მიიღოს სრული ობიექტური დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ,რომელიც ხელს უწყობს თავისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს
    მასზე.
  • მიიღოს სრული ობიექტური დროული და გასაგები ინფორმაცია: თავისი უფლებების და მოვალეობების სამედიცინო მომსახურების საფასურის და ანაზღაურების ფორმების
    სამედიცინო მომსახურების შესაძლო რისკების ეფექტიანობის და ალტერნატივების შესახებ.
  • დასვას კითხვები როდესაც მისთვის ბუნდოვანია მკურნალობის მეთოდი და დანიშნული კურსი.
  • გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს და მოთხოვოს თავისივე მიწოდებულ ინფორმაციაში.
  • მოითხოვოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის ჩანაწერების.
  • იმ შემთხვევაში თუ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს სათანადო მკურნალობის აღმოჩენას დროულად მოახდინოს გადამისამართება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
  • მიიღოს ინფორმაცია მნახველების დაშვებასტან დაკავშირებულ უფლებებზე და თანხმობა (თუ არ არსებობს რაიმე ობიექტური შემზღუდავი გარემოება მაგ: ეპიდემიოლოგიური რისკი) ან უარი განაცხადოს მნახველთა მიღებაზე.
  • მიიღოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური (სახელი გვარი პირადი ნომერი ფოტო ჯანმრთელობის მდგომარეობეის ამსახველი ინფორმაცია) მონაცემების დამუშავებაზე.
  • უარი ან თანხმობა განაცხადოს თავისი პერსონალური მონაცემების მათ შორის
    განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემაზე, თუ აღნიშნული ქმედება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით ასევე უფლება აქვს უარი ან თანხმობა განაცხადოს მონაცემების არამიზნობრივ გამოყენებაზე. როგორიც არის მაგალითად, სხვა პარტნიორ სამედიცინო/ლაბორატორიულ დაწესებულებაში პაციენტის ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა კვლევის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ებს, არსებობის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი სასამართლოს განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
  • ქმედუნარიან პაციენტს შეუძლია თავად გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღერბისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და/ან მიიღოს სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, ასევე დააფიქსიროს ამ პირის ტელეფონის ნომერი, რომელზეც მიეწოდება დასახელებულ პირს პაციენტის მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პაციენტი აფიქსირებს სამედიცინო დაწესებულებასთან გასაფორმებელ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში, ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში ინფორმირებულ თანხმობაში.
  • წერილობითი უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ექიმი განუმარტავს პაციენტს სამედიცინო მომსახურების ჩატარებაზე უარის შემთხვევაში რა შედეგები შესაძლოა დადგეს და მხოლოდ ამის შემდგომ პაციენტი ვალდებულია მოაწეროს ხელი სამედიცინო მომსახურებაზე უარის ინფორმირებულ თანხმობას.
  • პაციენტს ასევე უფლება აქვს მკურნალ ექიმთან განიხილოს ეთიკური საკითხი რომელიც შეიძლება წამოჭრას მკურნალობის პროცეში და საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომობა ჰქონდეს კლინიკის ეთიკის კომისიასთან.
  • მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან და სამედიცინო
    დაწესებულებას, რომლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებაც გააჩნია პაციენტს.
  • პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.
  • ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას
    ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ
    უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი. ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი
    მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ფიქსირდება პაციენტის
    სამედიცინო დოკუმენტაციაში.
  • პაციენტის უფლებაა აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი, ასეთ შემთხვევაში პაციენტი თავად უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ღირებულების გადახდას.
  • პაციენტი ასევე უფლებამოსილია წერილობითი ან სიტყვიერად დააფიქსიროს უკმაყოფილება მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში და ან ელექტრონულ მეილზე განცხადების გამოგზავნით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hera2011anonymous@gmail.com

არასრულწლოვანი პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:

მკურნალი ექიმისაგან მიიღოს სრული ობიექტური დროული და გასაგები ინფორმაცია
არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

  • არასრულწლოვან პირს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის
    მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს.
  • 16 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვან პაციენს რომელიც სამედიცინო მომსახურების გაწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლება აქვს ინფორმირებული თანხმობა ან უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების გაზევაზე. პაციენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავებს ან კანონიერ წარმომადგენელს გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს რომელიც სამედიცინო მომსახურების გაწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ნარკომანიის მკურნალობის კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაციის მიღების ან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზნით პაციენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და პაციენტი უარს აცხადებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაზე და პაციენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმედუნარიანად არ ითვლება.

ჩვენი პარტნიორები