ბავშვი უნდა დავბანოთ ყოველდღიურად (6 თვემდე), სუფთა წყლით (საჭირო არაა რომ იყოს გადადუღებული), წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსია, დაბანის შემდეგ გადავავლოთ 38 გრადუსი ტემპერატურის გვირილას ან ორკბილას ნაყენი და გავამშრალოთ რბილი ნაჭრით ან პირსახოცით, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ კანის ნაკეცებს, არ დაგრჩეთ სითხე, რაც შეიძლება გახდეს გამოყელვის მიზეზი. ყური მოამშრალეთ გარედან ბამბის ფთილით, შიგნიდან ღრმად ამოწმენდა არაა რეკომენდებული. კვირაში 1 ან 2ჯერ დაბანეთ საბავშვო საპნით ან დუშ-გელით. დაბანის შემდეგ გამშრალებული კანი დაამუშავეთ დამატენიანებელი კრემით. ბავშვის ოთახი რამდენჯერმე გაანიავეთ დღის მანძილზე.
თამაზ კორძახია – პედიატრი, ნეონატოლოგი, კლინიკა HERA 2011-ის გენერალური დირექტორი
მხოლოდ პაციენტის ერთგულებით