ნოდარ ზალდასტანიშვილის #რჩევებიორსულს
გულისრევა და პირღებინება
გულისრევა და პირღებინება ორსული ქალების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და შემაწუხებელი პრობლემაა. ამ მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება ორსულობის მე-17 კვირისთვის. ის, როგორც წესი, გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით.
ნუ გექნებათ ცარიელი კუჭი
მიირთვით კრეკერები, მშრალი ბურღულეული ან გახუხული პური საწოლიდან ადგომამდე.
მიიღეთ მცირე რაოდენობით საკვები რამდენიმე საათში ერთხელ, მიიღეთ სითხე ჭამის შემდეგ და არა ჭამის დროს.
მოერიდეთ ძალიან ცხიმიან, ცხარე, სანელებლებიან და მძაფრი არომატის მქონე საკვებს.
მიიღეთ გრილი საკვები მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში.
მხოლოდ პაციენტის ერთგულებით