ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ევროპის უროლოგთა ასოციაციის (EAU) მიერ შემუშავებული გაიდლაინები (კლინიკური რეკომენდაციები).
იხ. ბმული http://uroweb.org/wp-content/uploads/EAU-Guidelines-Paediatric-Urology-2015.pdf
ვარიკოცელე – წარმოადგენს სათესლე ჯირკვლის ვენების პათოლოგიურ, ვარიკოზულ გაგანიერებას. ის იშვიათად გვხვდება 10 წლამდე ასაკის მოზარდებში და უფრო ხშირია სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
პროფილაქტიკური გასინჯვებისას ვარიკოცელეს აღმოჩენა ხდება 15-20% შემთხვევაში და ეს ძალზედ მაღალი მაჩვენებელია, მაშინ როცა არც მშობლები და არც მოზარდები ამას არც კი ეჭვობდნენ.
78-93% შემთხვევაში ვარიკოცელე გვხვდება მარცხნივ.
ვენური სისხლის შეგუბების გამო მამაკაცის სათესლე პარკში ლოკალურად ტემპერატურა მატულობს -ეს ტემპერატურული სტრესია სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესისათვის, რასაც ემატება ასევე აზოტისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება და საბოლოოდ აპოფტოზის (უჯრედთა კვდომის) მექანიზმის ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე- მარჯვენა სათესლე ჯირკვალი ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელია, ვარიკოცელეს დროს სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესი იქაც შეიძლება დაირღვეს აუტოიმუნური პროცესების გამო, რასაც მამაკაცის ფერტილობის (გამრავლების უნარიანობის) ძალიან უხეშ დარღვევამდე მივყავართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვარიკოცელეთი დაავადებულ ახალგაზრდა მამაკაცთა დაახლოებით 20%-ს აღენიშნება სპერმატოზოიდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის სხვადასხვა ხარისხის დარღვევა. ე.ი. ვარიკოცელეთი დაავადებული ყოველი მეხუთე ახალგაზრდა იმყოფება უშვილობის რისკის ქვეშ, თუ არ მოხდა ამ დაავადების დროული, ოპერაციული მკურნალობა.
არსებობს ვარიკოცელეს განვითარების 3 სტადია.
I – სატადიის დროს ვარიკოცელეს პალპაცია (ხელით გასინჯვისას მისი შეგრძნება) მხოლოდ ვალსალვის ცდის (ჩახველებისას) დროსაა შესაძლებელი.
II -სტადიის დროს ვარიკოცელეს პალპირება (ხელით გასინჯვისას მისი შეგრძნება) ვალსალვის ცდის გარეშეა შესაძლებელი.
III – სტადიის დროს ვარიკოცელე ჩანს ვიზუალურადაც.
ვარიკოცელეს დიაგნოსტიკა არ წარმოადგენს სირთულეს გამოცდილი უროლოგისთვის.
ყველაზე მთავარია დადგინდეს ვარიკოცელეს რომელ ჰემოდინამიკურ ტიპთან გვაქვს საქმე.
ამისთვის გამოიყენება ექიმის გასინჯვა, ჩახველების ცდა (ვალსალვის ცდა), სათესლე ჯირკვლის ვენების დოპლეროგრაფია როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში. როგორც წესი, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში დგინდება ვარიკოცელეს რენოსპერმატიკული ჰემოდინამიკური ტიპი,რაც სავსებით ბუნებრივია და დაკავშირეულია მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენოზური სისტემის თავისებურებებთან (მარჯვენასგან განსხვავებით).
ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს.
ყველა ეს მეთოდი შეიძლება დაიყოს 2 დიდ ჯგუფად: „ღია“ წესით – ანუ ქსოვილების გაკვეთით წარმოებული ოპერაციები და ენდოსკოპიური, ქსოვილების გაკვეთის გარეშე, თანამედროვე აპარატურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კლინიკა „ჰერა-2011“ -ის ქირურგიულ განყოფილებაში თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ოპერაცია თანამედროვე, ლაპაროსკოპიული მეთოდით – 3 პატარა ნაჩხვლეტიდან.
პაციენტს ოპერაცია უტარდება ზოგადი ნარკოზით (ანუ ძინავს) და კლინიკიდან ეწერება მეორე დღეს. ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს (მუშაობა, სპორტი) შეუძლია დაუბრუნდეს 1-დან 3 კვირაში, პროფესიისდა მიხედვით.
ძვირფასო მშობლებო! ვარიკოცელე ვერაგი დაავადებაა, არ გადადოთ, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე უროლოგთან და მოიყვანეთ გასინჯვაზე თქვენი მოზარდები.
ტელეფონი 597520055 ყოველ დღე 10-17 სთ.