ახალშობილთა რეანიმაცია

  • HERA NICU გაიხსნა 2012 წ, სამშობიარო ,, ჰერას 2011“ – ის ბაზაზე. იდეის ტრიგერი იყო სამშობიაროში პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება, ნაადრევი მშობიარების მზარდი წილი. მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ერთობა, კლინიკის სათანადო აღჭურვა და მზაობა.
  • მიზანი: პრობლემური ახალშობილებისათვის ადგილზე დროული დახმარების გაწევა , მათთვის მეტად სტრესული ღონისძიების – ტრანსპორტირების თავიდან აცილება (იგულისხმება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა), დედისა და ახალშობილის ერთად დაყოვნების მაქსიმალური გახანგრძლივება, NICU – ს პერსონალსა და გარემოსთან ნდობის გაზრდის მიზნით დედა, ექთნის მხარდაჭერით, მონაწილეობს ახალშობილის მოვლის პროცესში.
  • დღეს: კლინიკა ჰერა 2011 -ის NICU სამივე დონე სრულად აკმაყოფილებს ბრძანება N 01 –02 /N 8 12 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელის ეხება განყოფილების ინფრასტრუქტურას, თანამედროვე აპარატურით აღჭ ურვას. ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა ( გარდა ქირურგიულისა, რომელიც პრობლემის ვერიფიცირებისთანავე გადადის სპეციალიზირებულ კლინიკაში) იმართება უახლესი პროტოკოლებით. მედ. პერსონალი ( ექიმი, ექთანი ) მუდმივად მონაწილეობს უ.ს.გ. პროგრამებში. კონსულტანტების ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია უმოკლეს დროში. კლინიკაში, გარდა აუცილებელი სამედიცინო ინტერვენციისა, ვცდილობთ დავნერგოთ მართვის ახალი მიდგომა: ახალშობილის განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდუალური მოვლის პროგრამა. პრიორიტეტულია მშვიდი, ოჯახთან მიახლივებული გარეშო ( მინიმალური ხმაური, განყოფილების ინტერიერი), დღის სინათლესთან არაადაპტირებული თვალის დაცვა, შესაძლებლობისთანავე ,, კენგურუს მეთოდის“ დაწყება, რაც ხელს უწყობს მშობელი – ექიმი – ექთანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ტკივილის მენეჯმენტი: რუტინული მანუპულაციის ჩატარება ,, ოთხი ხელის მეთოდით” – ორი ხელი იღებს გამოსაკვლევ ნიმუშს , ორი კი დაკავებულია ტკუვულგამაყუჩებელი, უსაფრთხო მანევრის ჩატარებით. ახალშობილი ყოველდღიური ისინჯება მისთვის კომფორტულ დროს, სიფხიზლის პერიოდში. ახალშობილის მზაობის შემთხვევაში უალტერნატივოა ძუძუთი კვება , მძიმე /დღენაკლული პაციენტების ენტერალური კვება იწყება დედის გამოწველილი რძით. დანერგილია კვების თავისუფალი რეჟიმი – კვება ბავშვის მოთხოვნის გათვალისწინებით. მშობლებს ყოველდღიურად მიეწოდა სრული ინფორმაცია ახალშობილის მდგომარეობისა და ჩატარებული კვლევიბის შესახებ.
  • აღნიშნული მეთოდები თ მუშაობა აისახება განყოფილების დინამიკაში გაუმჯობესებულ შედეგზე.
  • მომავლის მიზანი: ხარისხის საერთაშორისო ინდიკატორებთან სრული შესაბამისობის
    მიღწევა.

ჩვენი პარტნიორები