კლინიკა „ჰერა“ დაარსდა 2001 წელს, იყო ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიარო სახლი საქართველოში, რომელმაც დიდი პოპულარობა და სახელი მოიხვეჭა ქვეყნის მასშტაბით. კლინიკა „ჰერა“ მუდმივად წინა ხაზზე იყო სიახლეების და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვის კუთხით, მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისთვის კლინიკის მთავარ ღირებულებად იქცა. 2011 წლიდან კლინიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რკინიგზის სამშობიარო სახლთან გაერთიანებით, დაარსდა მრავალპროფილური კლინიკა „ჰერა 2011“, რომელშიც დაემატა ახალი სერვისები, გაიხსნა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილება NICU და ზოგადი ქირურგიული განყოფილება, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა. ჩვენი კოლექტივის მაღალი პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ყველა ასაკის პაციენტს განურჩევად სქესისა და ჩვენი დევიზია „ მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“.